მიქსორი ბრინჯაოს ლიგის ფინალისთვის ბაქსვუდთან იბრძოლებს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მორიგი დაპირისპირებები ბრინჯაოს ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩით დასრულდა. მიქსორმა ევროპაბეთთან მეორე თამაშიც მოიგო, ანგარიშით 8-2 და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მიქსორი პირველ ტაიმში სამი ბურთით დაწინაურდა და დარჩენილ დროში უპირატესობა არ დაუთმია. გამარჯვებული გუნდიდან ალექსანდრე როსტიაშვილმა, ლევან კახობერაშვილმა და გიორგი ბალხამიშვილმა აქტივში 2-2 ბურთი მიითვალეს.
ბრინჯაოს ლიგაში მიქსორის ნახევარფინალური მეტოქე ბაქსვუდი იქნება, რომელმაც დიპლომატ ჯორჯია მძიმე ბრძოლაში, პენალტების სერიაში, დაამარცხა. ნიკორა კი მეიჯერელსა და NS Studio-ს წყვილის მოგებულს ეთამაშება, სადაც პირველ მატჩში უპირატესობა მეიჯერელმა მოიპოვა.
დღის სხვა შეხვედრაში კროკობეთმა ფარვანასთან დიდი სხვაობით, 10-0 მოიგო და ოქროს ლიგის მეოთხედფინალურ სერიაში დაწინაურდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკი ლევან კოპალიანმა და გიორგი ყაზარაშვილმა გაიფორმეს. ორი ბურთია გიორგი კუხალაშვილის სახელზე.
ვერცხლისა და ოქროს ლიგის მეორე ¼ ფინალური დაპირისპირებები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 27 ივნისს გაიმართება. ბრინჯაოს ლიგის მომდევნო ეტაპზე გამსვლელი ბოლო გუნდის ვინაობაც 27 ივნისს გახდება ცნობილი.