"ძალოვნებმა" ლიბერთი პირველ შეხვედრაში დაამარცხეს!

ყველა სიახლე
20 ივნისი 2021

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის პლეი ოფის შეხვედრები ოქროს ლიგის მეოთხედფინალით გაგრძელდა. არმია ლიბერთი ბანკს დაუპირისპირდა, კომფორტული უპირატესობით 3-1 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.

პირველი ტაიმის ბოლო წამზე გატანილი გოლით მიხელ კაპანაძემ „ძალოვნები“ დააწინაურა. მეორე ნახევარში კი თითო ბურთი შმაგი ჭოხონელიძემ და ლაშა ფოფხაძემ მიითვალეს. გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 27 ივნისს გაიმართება, სადაც არმიას მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ხელს ფრეც აძლევს.

დღის სხვა შეხვედრაში მეიჯერელი ბრინჯაოს ლიგის მეოთხედფინალში NS Studio-ს ეთამაშა და 4-1 იმარჯვა. მატჩის დაწყებიდან ორ წუთში მეიჯერელი ორბურთიანი უპირატესობით ლიდერობდა. თამაშის დასრულებამდე კი სხვაობა ოთხამდე გაიზარდა. ოცდამერვე წუთზე გიორგი გვენეტაძემ ერთი ბურთი გაქვითა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ენრი ჩადუნელი, არმია: „ლიბერთი ბანკი ამ სეზონზე კარგად ასპარეზობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ უკეთესი გუნდი აღმოვჩნდით. ფიზიკური მომზადებისა და გამოცდილების ხარჯზე ვაჯობეთ მეტოქეს. ორმატჩიანი თამაშია. დღეს დამაჯერებლად მოვიგეთ, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. მათაც აქვთ შანსი მოატრიალონ ეს შედეგი, რადგან ნამდვილად კარგი გუნდია“.

ბრინჯაოს ლიგაში დღის ბოლომდე კიდევ ერთი ნახევარფინალისტი გამოვილნდება. ოქროს ლიგაში კი კროკობეთი ფარვანას ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024