ფინალისტები გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდებიან!

ყველა სიახლე
19 ივნისი 2021

ფინალისტები გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდებიან!

ფუტსალის ლიგა 2-ის ½ ფინალური სერიის მეორე განმეორებით მატჩში ილიაუნი 2-მა ევროპის უნივერსიტეტთან მძიმე ბრძოლაში 3-4 იმარჯვა და სერიაში წონასწორობა აღადგინა.

„სტუდენტური დერბის“ პირველი ნახევარი ილიაუნიმ კომფორტული უპირატესობით (3-0) დაასრულა. თამაშის გაანხლებიდან მალევე ორწუთიან ინტერვალში ევროპამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მატჩის ოცდამეცამეტე წუთზე EU-ს მოთამაშემ, გიორგი ქურხულმა, წითელი ბარათი მიიღო, რასაც სტანდარტულიდან ლაშა კურტანიძის გოლი მოჰყვა. თამაშის დასრულებამდე აველო კიკვძემ დუბლი გაიფორმა და ერთბურთიანი სხვაობა კვლავ აღადგინა, მაგრამ დარჩენილ დროში მატჩის საბოლოო შედეგი არ შეცვლილა და ფინალისტის ვინაობა ევროპა-ილიას წყვილშიც გადამწყვეტ დაპირისპირებაში გაირკვევა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

აველო კიკვაძე, EU: "ისეთი კარგი და ლამაზი თამაში იყო, როგორსაც ველოდით. პატარა დეტალებმა გადაწყვიტა თამაშის ბედი. ბოლოს უკვე ამოვედით წინ, კაცი როცა გაგვიგდეს, ცოტა შევფერხდით და ავირიეთ. გადამწყვეტი ეს მომენტიც იყო.  შემდეგ თამაშში დიდი ძალა დაგვაკლდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მესამე გადამწყვეტ თამაშში ვძლიოთ მეტოქეს. პირველ ტაიმში ცოტა ქაოსურად ვიყავით. შემდეგ ვისაუბრეთ შეცდომებზე და გამოვასწორეთ, რის ხარჯზეც დაიძაბა თამაში“.

დავით თაბაგარი, ილიაუნი: „ბრძოლა მიმდიანრეობდა ბოლო წამამდე. პირველი ტაიმის შემდეგ მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობით ვიმსახურებდით გამარჯვებას. მეორე ნახევარში მოვდუნდით, მაგრამ ბოლოს მაინც მოვახერთ თამაშის ჩვენს სასარგებლოდ დასრულება. მესამე თამაშისთვის უკეთესად მოვემზადებით და ვეცდებით ფინალში აუცილებლად ჩვენ გავიდეთ, შემდეგ კი მოვიპოვოთ ჩემპიონობაც. გიორგი ქურხული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, წინა თამაშშიც მან გაგვიტანა, მაგრამ ევროპის უნივერსიტეტი ერთ მოთამაშეზე არ არის დამოკიდებული და შესაბამისად, მესამე თამაშშიც უშეღავათო ბრძოლას ველით“.

½ ფინალური სერიის ორივე წყვილში ფინალისტის ვინაობას მესამე მატჩი გადაწყვეტს, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ივნისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024