არმიამ 1/2 ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის ½ ფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები მიმდინარეობს.
სასტარტო მატჩში არმია ბათუმის აკადემიას დაუპირისპირდა 4-1 იმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობა მესამე, გადამწყვეტ შეხვედრაში გაირკვევა.
მეცამეტე წუთზე გიორგი აბუსელიძის გოლით ბათუმის აკადემია დაწინაურდა, თუმცა „ძალოვნები“ მალევე მობილიზდნენ და წონასწორობა აღადგინეს. ტაიმის ბოლო წამზე ირაკლი ლატარიამ არმია წინ გაიყვანა, დარჩენილ დროში კი ბსსა-მ სცენარის შეცვლა ვერ შეძლო და სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა. თამაშის დასრულებამდე ირაკლი ლატარიამ მეორე გოლიც მიითვალა. გუნდების პირველი დაპირისპირება "მეზღვაურების" სასარგებლოდ იმავე ანგარიშით 4-1 წარიმართა. შესაბამისად სერიაში ანგარიში 1-1 გახდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ჯონი უბილავა, ბსსა: „არმიამ დღეს გამარჯვება დაიმსახურა და ვულოცავ ამ შედეგს. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, არ გამოგვივიდა ის, რისი გაკეთებაც გვინდოდა. ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის. გვეგონა, წინა მატჩის მსგავსად, მოვიგებდით. გადამწვეტი თამაში გველის წინ და ყველაფერს გავაკეთებთ იმის დასამტკიცებლად, რომ ვიმსახურებთ ფინალში ყოფნას. პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, სანახაობრივი არაფერი არ გამოგვივიდა. მეორე ტაიმში გამოვედით გამარჯვებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც მეორე ტაიმში შევძელით, რომ ამ გუნდისთვის მოგვეგო“.
ირაკლი ლატარია, არმია: „ძალიან გვჭირდებოდა ეს გამარჯვება და მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა. წინა თამაშის მიუხედავად, დღეს უფრო მოტივირებულები ვიყავით. მწვრთნელის დარიგებები შევასრულეთ. პირველ ტაიმში გოლი გავუშვით, მაგრამ სწრაფად მოვბილიზდით. ჩემი აზრით, გარდამტეხი მომენტი, მეორე გოლი იყო, როცა დავწინაურდით. ამის შემდეგ აკადემიამ ვეღარ მოახერხა მობილიზება და ჩვენ უფრო მეტი შანსი გაგვიჩნდა შეტევაში. ვფიქრობ, რომ დამსახურებული გამარჯვება იყო. რაც შეეხება მესამე თამაშს, უფრო რთულ და რადიკალურად განსხვავებულ შეხვედრას ველოდებით. იქაც ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით, ფინალში გავიდეთ".
1/2 სერიის მეორე შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტი ილიაუნი 2-ს ეთამაშება. მათი პირველი მატჩი EU-ს სასარგებლოდ 1-0 დასრულდა.