უგოლო ფრე ბაქსვუდისა და დიპლომატის დაპირისპირებაში!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგაში პლეი ოფის შეხვედრები გრძელდება.
ბრინჯაოს ლიგის ¼ ფინალურ მატჩში ერთმანეთს ბაქსვუდი და დიპლომატ ჯორჯია დაუპირისპირდნენ. დაძაბული თამაში გოლის გარეშე დასრულდა და მიუხედავად სახიფათო მომენტებისა, საბოლოო ანგარიშად ფრე, 0-0 დაფიქსირდა.
ვერცხლის ლიგის პლეი ოფის შეხვედრები თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდისა და ტატიშვილის დაპირისპირებით გაგრძელდა. TTC-მ „მედიკოსებთან“ კარი მშრალად შეინახა და 9-0 იმარჯვა. კოტე ოდიკაძემ ტატიშვილის კარში სამი გოლი გაიტანა. დუბლი გაიფორმა დავით საღარაძემ.
ბრინჯაოს ლიგის მეოთხედფინალური მატჩები ნიკორასა და ინსტას შეხვედრით დაიწყო. ნიკორამ მეტოქე დიდი უპირატესობით 12-1 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ირაკლი დევიძემ ჰეთრიკი გაიფორმა, ორ-ორი ბურთია ნიკოლოზ მარტიაშვილის, გიორგი დვალისა და ნიკა ჯოლოხავას ანგარიშზე.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი მესხი, ბაქსვუდი: „ნამდვილად ველოდით ასეთ შეხვედრას. მეტოქე ძალიან კარგი გუნდია, ეტყობათ, რომ ბევრად უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე წინა წელს. მოედნის ყველა მონაკვეთში იყო ძალიან კარგი ორთაბრძოლები. დაძაბულობა იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ შეხვედრაში გავიმარჯვებთ.გამომდინარე იქიდან, რომ ორმატჩიანი დუელია, არც ერთ გუნდს არ გვინდოდა გოლის გაშვება, რამაც ეს ანგარიში გამოიწვია“.
ირაკლი გოგინაშვილი, დიპლომატ ჯორჯია: „ორივე გუნდი დიდ სიფრთხილეს ვიჩენდით, რის გამოც, მწვავე შეტევები არ ყოფილა, რომელიც გოლით დასრულდა. დაძაბული თამაში გამოვიდა. ჩემი აზრით, ბაქსვუდი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ყველანი მონდომებულები ვართ, ასევეა ჩვენი ახალი მწვრთნელიც, რომელიც კარგად გვავარჯიშებს. შემდეგ თამაშში გადაწყდება ყველაფერი“.