ბეთლაივმა ავერსთან პლეი ოფის პირველი შეხვედრა მოიგო!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის პლეი ოფებმა აიღო. სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის მეოთხედფინალური მატჩებით დაიწყო.
ბეთლაივისა და ავერსის დაძაბული დაპირისპირება „ბუკმეიკერების“ მინიმალური უპირატესობით 2-1 წარიმართა. პირველ ტაიმში გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს. მერაბ სიმონიშვილის გოლს „ფარმაცევტების“ რიგებიდან პაატა მიგინეიშვილმა უპასუხა. თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი ნიკოლოზ ცხომელიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ბეთლაივს მოაგებინა.
სასტარტო მატჩში პატრულმა ენერგო პროსთან სამი უპასუხო გოლი გაიტანა და კომფორტული უპირატესობით 3-0 მოიგო. შესაბამისად, მეორე შეხვედრაში, ისევე, როგორც ბეთლაივს, ნახევარფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნით. „ძალოვნები“ მესამე წუთზე რევაზ ინჯგიამ დააწინაურა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლიც გაიფორმა. ერთი ბურთია გიორგი ფურცელაძის ანგარიშზე.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ნიკოლოზ ცხომელიძე, ბეთლაივი: „ვიცოდით, ძლიერი გუნდი იყო ავერსი და ბრძოლა მოგვიწევდა. დღეს ალბათ მონდომებით ვაჯობეთ. ცოტა გაგვიმართლა კიდევაც და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. მეორე თამაშიდან მინიმუმ ფრეს ველით, რადგან მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა“.
დღის სხვა შეხვედრებში ვერცხლის ლიგის სხვა ორი ¼ ფინალური მატჩები გაიმართება. პლეი ოფი დაიწყება ბრინჯაოს ლიგაშიც.