ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
06 ივნისი 2021

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეცამეტე სეზონში რეგულარული სეზონი დასრულდა. დასკვნითი მატჩების შემდეგ ჯგუფში დაკავებული პოზიციების მიხედვით გუნდები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ლიგის პლეი ოფში გადანაწილდნენ.

წრიული ეტაპის ბოლო თამაშში დიპლომატ ჯორჯია არმიას დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი დიპლომატის მინიმალური უპირატესობით 1-0 წარიმართა. ერთადერთი გოლის ავტორი დავით თედიაშვილი გახდა.

D ჯგუფი ბეთლაივისა და ბაქსვუდის შეხვედრით დასრულდა. „ბუკმეიკერები“ მეოთხე წუთზე დათო გაგნიძის გოლით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში დავით ლომაიამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ნიკოლოზ ცხომელიძემ ბეთლაივი კვლავ დააწინაურა და საბოლოო ანგარიში, 2-1 დააფიქსირა.

შემოსავლების სამსახურმა NS Studio სოლიდური სხვაობით 9-3 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. RS-ის რიგებიდან ორ-ორი ბურთია არჩილ კელიხაშვილისა და სოსო ლორთქიფანიძის სახელზე.

ბოლო ტურის შემდეგ 1/4 ფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

ოქროს ლიგა: კროკობეთი-ფარვანა, არმია-ლიბერთი ბანკი, კავკასიის ავტო იმპორტი-აჭარაბეთი, ICR-შემოსავლების სამსახური

ვერცხლის ლიგა: ენერგო პრო-პატრული, ბანკი ქართუ-საქართველოს ბანკი, TTC-ტატიშვილი, ბეთლაივი-ავერსი

ბრინჯაოს ლიგა: ევროპაბეთი - მიქსორი, დიპლომატ ჯორჯია - ბაქსვუდი, ნიკორა - ინსტა, მეიჯერელი - NS Studio.

პირველი 1/4 ფინალური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფი ორ მატჩიანია.



  © SBM, 2016-2024