ქართუმ და TTC-მ ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულეს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის რეგულარული სეზონის დასკვნითი შეხვედრები მიმდინარეობს.
B ჯგუფში VII ტური NGT-სა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდების დაპირისპირებით დაიწყო. TTC-მ თამაში დიდი ანგარიშით 17-1 მოიგო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დიმიტრი დემურაშვილმა 7 გოლი გაიტანა. ოთხი ბურთია ბექა ბუსხრიკიძის სახელზე. ჰეთრიკი გაიფორმა გიგა გიგაურმა.
სათამაშო დღე ნიკორასა და ბანკი ქართუს დაპირისპირებით დაიწყო. C ჯგუფის VII ტურის მატჩში „ბანკირებმა“ კარი მშრალად შეინახეს და მეტოქე 3-0 დაამარცხეს. ნიკოლოზ თოდუამ თამაშის დაწყებიდან სამ წუთში ქართუ დააწინაურა, მეორე ნახევარში იაკობ გოგოლაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ამ მოგებით ქართუ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა, დღეს ფარვანას წაგების შემთხვევაში კი, ამავე პოზიციაზე დარჩება და ოქროს ლიგის პლეი ოფში მოხვდება, სადაც კროკობეთს დაუპირისპირდება.
დღის ბოლოდე B, C და D ჯგუფში ჯგუფური ეტაპის დარჩენილი შეხვედრები გაიმრთება და ოქროს, ვერცხლისა ბრინჯაოს ლიგის 1/4 ფინალური მეტოქეები გამოვლინდება. ამ ეტაპისთვის, მხოლოდ ოქროს ლიგაში, კავკასიის ავტო იმპორტი-აჭარაბეთისა და არმია-ლიბერთი ბანკის წყვილია ცნობილი.