ილიაუნი ნახევარფინალში მეტოქეს ელოდება!

ყველა სიახლე
05 ივნისი 2021

ილიაუნი ნახევარფინალში მეტოქეს ელოდება!

ევროპის უნივერსიტეტი ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში ილიაუნი 2-ს დაუპირისპირდა, 5-2 დამარცხდა და პლეი ოფში მოსახვედრად თსუ 2-ისა და მართვეს შეხვედრაზე გახდა დამოკიდებული. „სტუდენტური დერბის“ ფრედ დასრულების შემთხვევაში, EU ნახევარფინალის საგზურს ინაღდებდა, თუმცა წრიული ეტაპის ლიდერმა მეტოქეს სამბურთიანი უპირატესობით აჯობა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ილიაუნის სასარგებლოდ 2-0 წარიმართა. ოცდამეორე წუთზე გურამ ნადარეიშვილმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. აველო კიკვაძემ მალევე ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ საბოლოო შედეგზე ამას გავლენა არ მოუხდენია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ლაშა კურტანიძემ დუბლი გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლაშა კურტანიძე, ილიაუნი 2: „მიუხედავად იმისა, რომ პირველობა განაღდებული გვქონდა, ბოლომდე ვიბრძოლეთ. ყველა შეხვედრაში მოსაგებად გამოვდივართ. რეგულარული სეზონის მოგებით დასრულება, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. მეტოქესთან შედარებით მომენტების გამოყენება უკეთ შევძელით, ზოგ შემთხვევაში გაგვიმართლა კიდეც, ვერ ვიტყოდი, რომ რამეში უპირატესობა გვქონდა. ნახევარფინალში ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მეტოქე ვინ იქნება. ევროპის უნივერსიტეტთანაც და თსუ-სთანაც ბოლომდე ვიბრძოლებთ ფინალისთვის.“

რეგულარული სეზონის დასკვნით მატჩში ქუთაისის მართვე თსუ 2-ს ეთამაშება. „სტუდენტებს“ მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად მინიმუმ ორბურთიანი უპირატესობით გამარჯვება სჭირდებათ.



  © SBM, 2016-2024