ბათუმის აკადემიამ გორთან უხვგოლიან მატჩში იმარჯვა!

ყველა სიახლე
05 ივნისი 2021

ბათუმის აკადემიამ გორთან უხვგოლიან მატჩში იმარჯვა!

ფუტსალის ლიგა 2-ის XIV ტურის შეხვედრები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდისა და გორის დაპირისპირებით გაგრძელდა. უხვგოლიანი მატჩი ბსსა-ს მინიმალური სხვაობით 10-9 დასრულდა.

თამაშის პირველ ნახევარში „მეზღვაურები“ მეტოქეს ხუთბურთიანი უპირატესობით ამარცხებდნენ. მეორე ტაიმში გორმა სხვაობის შემცირება და მისი მინიმუმამდე დაყვანა მოახერხა, მაგრამ საბოლოოდ მიმდინარე სეზონში ასპარეზობა მარცხით დაასრულა. ბათუმის აკადემია კი პლეი ოფში მესამე ადგილით გავიდა და არმიას  დაუპირისპირდება. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ხვიჩა თურმანიძემ და გოგიტა აბულაძემ ჰეთრიკი გაიფორმეს, ორი ბურთია გიორგი აბუსელიძის სახელზე. გორის მხრიდან სამი გოლი ილია ლუკაშვილმა გაქვითა, აქტივში ორ-ორი ბურთი მიითვალეს ნიკოლოზ სულთანიშვილმა და გიორგი ანიაშვილმა.  

ფუტსალის ლიგა 2-ის XIV ტურის მორიგ შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტი ილიაუნი 2-ს ეთამაშება. თუკი EU „სტუდენტურ დერბიში“ მინიმუმ არ წააგებს ოთხეულში გასასვლელად დარჩენილი უკანასკნელი საგზურის მფლობელი გახდება. ამ გუნდების დაპირისპირება პირველ წრეში EU-ს სასარგებლოდ 5-2 დასრულდა.

რეგულარული სეზონის დასკვნით მატჩს ქუთაისის მართვე თსუ 2-ის წინააღმდეგ გამართავს.



  © SBM, 2016-2024