კროკომ წრიული ეტაპი უდანაკარგოდ განვლო!

ყველა სიახლე
30 მაისი 2021

კროკომ წრიული ეტაპი უდანაკარგოდ განვლო!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე A ჯგუფის წრიული ეტაპის დასკვნითი შეხვედრით დასრულდა. ერთმანეთს სატურნირო ცხრილის უდანაკარგო ლიდერი კროკობეთი და საქართველოს ბანკი დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩი „ბუკმეიკერების“ გამარჯვებით 4-3 დასრულდა, რომელიც მომდევნო ეტაპს ქულათა მაქსიმუმით ხვდება. კროკოს რიგებიდან ორი გოლი ლევან კუჭაშვილის ანგარიშზეა.  

დღის სხვა შეხვედრა C ჯგუფის გუნდებს შორის შედგა. VI ტურის მატჩში აქამდე უდანაკარგო კავკასიის ავტო იმპორტმა პირველი მარცხი ქართუსთან იწვნია. „ბანკირები“ ოცდამეთხუთმეტე წუთამდე ორბურთიანი ჩამორჩენით მარცხებოდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში თამაში მოატრიალეს და 4-2 იმარჯვეს. ქართუს რიგებიდან დუბლი ნიკოლოზ თოდუამ და იაკობ გოგოლაძემ გაიფორმეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ნიკოლოზ თოდუა, ქართუ: „მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმი მეტოქე გუნდმა უკეთ ჩაატარა, მაგრამ მობილიზება შევძელით და ინდივიდუალურ დონეზე თამაშით მივაღწიეთ ამ შედეგს. შესაძლოა, ანგარიში არ ასახავდეს შეხვედრის ხასიათს, მაგრამ გამარჯვებას ვიმსახურებდით, მინიმუმ ქულის აღებას მაინც. ამით დასტურდება ის ფაქტი, რომ ლიგაში მაღალი კონკურენციაა. შედარებით დაბალ პოზიციაზე მყოფ გუნდებს შეუძლიათ მობილიზდნენ და ფავორიტთან მოიგონ. მინი ფეხბურთში ორბურთიანი სხვაობა არ არის დიდი, მაგრამ როდესაც ჯგუფის ლიდერზეა საუბარი, შეიძლება ასეც ითქვას. შემდეგ თამაშებში ვიბრძოლებთ, რომ ვაჩვენოთ ის, რაც შეგვიძლია.“

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 6 ივნისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024