ფარვანამ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა!

ყველა სიახლე
30 მაისი 2021

ფარვანამ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში A ჯგუფის V ტურის შეხვედრები გაიმართა. აჭარაბეთმა ინსტა უშანსოდ დატოვა და სოლიდური ანგარიშით 16-0 დაამარცხა. ირაკლი ჯოგლიძემ და შოთა ცუცქირეძემ აქტივში ოთხ-ოთხი ბურთი მიითვალეს, სამი გოლია გუგა ქოჩიაშვილი სახელზე, დუბლი გაიფორმა დავით გვაჯაიამ.

აჭარაბეთი წრიულ ეტაპს მეორე ადგილზე ასრულებს და ოქროს ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად კავკასიის ავტო იმპორტის წინააღმდეგ იბრძოლებს. რაც შეეხება ინსტას, ის ბრინჯაოს ლიგაში იასპარეზებს.

დღის სხვა შეხვედრაში ენერგო-პრო ევროპაბეთს დაუპირისპირდა და მეტოქე ასევე დიდი ანგარიშით 13-6 დაამარცხა. „ბუკმეიკერები“ მატჩის პირველივე წამებზე დაწინაურდნენ, მაგრამ მათი უპირატესობა დიდ ხანს არ გაგრძელდა და ენერგო-პრო წინ დიდი სხვაობით გავიდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ოთხი გოლი ლაშა ნინიკაშვილის სახელზეა, ილია თოლორდავამ ჰეთრიკი შეასრულა, ლუკა გოგუაძემ და ირაკლი დვალმა კი დუბლი გაიფორმეს.

ამ შედეგით ენერგო-პრო წრიული ეტაპის ბოლოს მესამე ადგილს დაიკავებს და ვერცხლის ლიგის პელი ოფში ითამაშებს, სადაც C ჯგუფის მეოთხე ადგილოსანს ეთამაშება.

ერთი შეხვედრა გაიმართა C ჯგუფშიც. ფარვანამ პატრულს მინამალური უპირატესობით 4-3 სძლია და სატურნირო ცხრილში გადაასწრო, შედეგად კი, მეორე პოზიციას იკავებს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი რაფიკ მარკარიანმა გაიფორმა. პატრულის მხრიდან კი სამივე ბურთი რევაზ ინჯგიამ გაქვითა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე ბანკი ქართუ-CAI-სა და კროკობეთი-საქართველოს ბანკის შეხვედრებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024