B ჯგუფში არმიამ პირველობა გაინაღდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები B ჯგუფის მატჩებით გაგრძელდა.
შემოსავლების სამსახური TTC-ს დაუპირისპირდა, 4-2 იმარჯვა და წრიული ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ოქროს ლიგის პლეიოფში მეორე ადგილით გადის, სადაც D ჯგუფის პირველ პოზიციაზე გასულ ICR-ს ეთამაშება.
გია ნინოშვილმა და დავით მეკოკიშვილმა RS მეთოთხმეტე წუთისთვის ორი ბურთით დააწინაურეს. გიორგი დათაშვილმა ტაიმის დასრულებამდე ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ როსტომ მიქაუტაძემ და სოსო ლორთქიფანიძემ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. დიმიტრი დემურაშვილმა ბოლო წამზე სხვაობა ორამდე შეამცირა.
V ტურის შეხვედრაში არმიამ ავერსთან კარი მშრალად შეინახა, 3-0 მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმში კი არმიას რიგებიდან გოლები დავით კოხრეიძემ, გოჩა ჯიქიამ და ნიკოლოზ უგრეხელიძემ გაიტანეს.
შესაბამისად, „ძალოვნები“ ოქროს ლიგის პლეი ოფში ითამაშებენ და ლიბერთი ბანკს დაუპირისპირდებიან.
დღის დარჩენილ შეხვედრებში ერთმანეთს A და C ჯგუფის გუნდები გაეჯიბრებიან.