ლიბერთი და ICR ოქროს ლიგის პლეი ოფში იასპარეზებენ!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის სეზონის მორიგი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სათამაშო დღე D ჯგუფით დაიწყო, სადაც წრიული ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ლიბერთი ბანკმა ტატიშვილი სოლიდური უპირატესობით 8-3 დაამარცხა და ოქროს ლიგის პლეი ოფში განაგრძობს ასპარეზობას.
„ბანკირების“ რიგებიდან გიორგი ვეშაგურის სახელზე ოთხი ბურთია. თითო გოლი მიითვალეს გიორგი გაგუამ, ირაკლი კარელიძემ, დენის ილიაშენკომ და ირაკლი ბურჭულაძემ. მეტოქე გუნდიდან ორი ბურთი გიორგი გუგულაშვილმა გაქვითა.
ჯგუფის სხვა შეხვედრაში ICR-მა მეიჯერელს დამაჯერებელი ანგარიშით 7-1 სძლია და ლიბერთისთან ერთად ოქროს ლიგის პლეი ოფში ითამაშებს. შეხვედრაში ანგარიში ვალერ ამირანიძემ გახსნა და მეიჯერელი დააწინაურა, მაგრამ ICR-მა წონასწორობა მალევე აღადგინა და წინ გავიდა. ლაშა კალანდაძე გუნდს გამარჯვებაში სამი გოლით დაეხმარა.
ლიბერთისა და ICR-ს ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვთ, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ პოზიციაზე ICR გავიდა. მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე B ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება. „ბანკირები“ კი B ჯგუფის პირველ ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდებიან.
ტატიშვილი ვერცხლის, მეიჯერელი კი ბრინჯაოს ლიგის პლეი ოფში იასპარეზებს.