აუთსაიდერების დაპირისპირებაში UG-მ მართვეს აჯობა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის XIII ტურის შეხვედრები გაიმართა. დღის დასკვნით მატჩში საქართველოს უნივერსიტეტი ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდა და 5-3 იმარჯვა.
„ქუთათურებმა“ ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს, მაგრამ ოცდამეათე წუთზე UG კვლავ დაწინაურდა და უპირატესობა აღარ დაუთმია. მართვეს რიგებიდან წონასწორობა ორჯერვე კობა კუბლაშვილმა აღადგინა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ბექა ქებაძემ გაიფორმა. თითო ბურთია გიორგი ჩხაიძის, მირიან ჯანგავაძისა და ლევან პავლიაშვილის სახელზე.
დღევანდელი შეხვედრების შემდეგ გორმა პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა. ოთხეულში გამსვლელი ბოლო გუნდის ვინაობა კი თსუ 2-ისა და ევროპის უნივერსიტეტის დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა.
რეგულარული სეზონის დასკვნითი XIV ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 5 ივნისს გაიმართება. ქუთაისის მართვე თსუ 2-ს შეხვდება, ევროპის უნივერსიტეტი ილიაუნი 2-ს გაეჯიბრება, გორი ბათუმის აკადემიას ეთამაშება, არმია კი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.