ილიაუნი რეგულარულ სეზონს პირველი ადგილით ასრულებს!

ყველა სიახლე
29 მაისი 2021

ილიაუნი რეგულარულ სეზონს პირველი ადგილით ასრულებს!

ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ილიაუნი 2-მა გორს დიდი ანგარიშით 13-5 სძლია და სატურნირო ცხრილში პირველობა გაინაღდა.

შეხვედრაში ანგარიში პირველივე წამებზე გორმა გახსნა, მაგრამ „სტუდენტებმა“ მეტოქეს მომდევნო სამ წუთში სამი გოლით უპასუხეს და თამაშის დასრულებამდე უპირატესობაც სოლიდაურად გაზარდეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან საბა მაჩიტიძემ, ლაშა კურტანიძემ და გიორგი გურაშვილმა დუბლი გაიფორმეს. სამი გოლია გურამ ნადარეიშვილის სახელზე.

პლეი ოფში ილიაუნის მეტოქეს ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. არმია 24 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, რომელსაც ერთი ქულით ბათუმის აკადემია ჩამორჩება. თსუ 2 და ევროპის უნივერსიტეტი დარჩენილი ერთი ადგილისთვის ბრძოლის მთავარი კანდიდატები არიან და 20-20 ქულა აქვთ.

დღის დასკვნით მატჩში საქართველოს უნივერსიტეტი ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024