B ჯგუფში TTC-მ და არმიამ იმარჯვეს!

ყველა სიახლე
23 მაისი 2021

B ჯგუფში TTC-მ და არმიამ იმარჯვეს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე B ჯგუფის შეხვედრებით დასრულდა.

დასკვნით მატჩში არმიამ NGT დიდი ანგარიშით 7-0 დაამარცხა და ჯგუფში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. „ძალოვნების“ რიგებიდან სამი გოლი გოჩა ჯიქიას სახელზეა, დუბლი გაიფორმა მამუკა ამაშუკელმა. მიხეილ კაპანაძე და ლაშა ფოფხაძე გუნდს გამარჯვებაში თითო გოლით დაეხმარნენ.

ჯგუფის სხვა შეხვედრაში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდმა ავერსთან სამბურთიანი უპირატესობით მოიგო. პირველ ტაიმში ჰეთრიკი დიმიტრი დემურაშვილმა გაიფორმა, ოცდამეჩვიდმეტე წუთზე გიორგი დათაშვილმა აქტივში ერთი გოლი მიითვალა. „ფარმეცევტების“ რიგებიდან ერთი ბურთი თორნიკე ბახტაძემ გაქვითა და ავერსი საბოლოოდ 4-1 დამარცხდა.

C ჯგუფის V ტურის მატჩში მიქსორმა ფარვანასთან 4-0 იმარჯვა. ალექსანდრე როსტიაშვილმა ანგარიში მეხუთე წუთზე გახსნა. მეორე ტაიმში გიორგი ბალხამიშვილი გუნდს გამარჯვებაში ორი გოლით დაეხმარა. ერთი ბურთია ვასკა კენჩხაძის ანგარიშზეც.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 30 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024