პატრულისა და ნიკორას დაძაბული შეხვედრა ფრედ დასრულდა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები C და D ჯგუფის დაპირისპირებებით გაგრძელდა. ნიკორასა და პატრულის დაძაბულ მატჩში ნიკორამ თამაშის სცენარი ბოლო წამებზე შეცვალა და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.
„ძალოვნება“ პირველი ტაიმი გიორგი ფურცელაძისა და რევაზ ინჯგიას გოლებით მოიგეს. ოცდამეცხრამეტე წუთზე გიორგი დვალმა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეძლო, ნიკა ჯოლოხავამ კი საფინალო სასტვენამდე ექვსი წამით ადრე წონასწორობა აღადგინა.
D ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრაში ICR-მა ტატიშვილთან დამაჯერებელი ანგარიშით 6-1 იმარჯვა. პირველ ტაიმში ICR-მა მეტოქეს მინიმალური უპირატესობით სძლია, მეორე ნახევარში კი სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ლაშა კალანდაძემ და გიგა მეტრეველმა გაიფორმეს. ერთი ბურთი დიმიტრი ბაგრამოვმა გაქვითა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ჭანტურია, პატრული: „ბოლო პერიოდში ძალიან დაძაბული და თანაბარი თამაშები გვაქვს. განვიხილავთ შეხვედრას ვარჯიშებზე და ვიმუშავებთ შეცდომების გამოსწორებაზე, რათა ორივე ტაიმში ერთნაირად კარგად ვითამაშოთ. მეტოქემ ღირსეული ბრძოლა შემოგვთავაზა, ვეცდებით ტურიდან ტურამე უფრო მოვუმატოთ თამაშის ხარისხს“.
ნიკა ჯოლოხავა, ნიკორა: დღეს ყველაზე დაძაბული თამაში გვქონდა. პატრული ძალიან გამოცდილი გუნდია. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და დღეს წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. ბოლო წუთზე გატანილმა პირველმა გოლმა მუხტი მოგვცა და შეიძლება ითქვას, ცოტა გაგვიმართლა კიდეც“.