კავკასიის ავტო იმპორტი კვლავ უდანაკარგოა!

ყველა სიახლე
23 მაისი 2021

კავკასიის ავტო იმპორტი კვლავ უდანაკარგოა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის მორიგი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. B ჯგუფში შემოსავლების სამსახური დიპლომატ ჯორჯიას დაუპირისპირდა, კარი მშრალად შეინახა და 3-0 იმარჯვა.

მეთერთმეტე წუთზე RS დავით მეკოკიშვილმა დააწინაურა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე გია ნინოშვილმა უპირატესობა ორამდე გზარდა. თამაშის დასრულებამდე კი როსტომ მიქაუტაძემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სათამაშო დღე კავკასიის ავტო იმპორტისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდის შეხვედრით დაიწყო. პირველი ტაიმის ორწუთიან ინტერვალში ნიკა ენუქიძემ დუბლი გაიფორმა და CAI დააწინაურა, თამაშის დასრულებამდე კი ორი ბურთი გიორგი მაჩხანელმაც გაიტანა. სფფ-ს რიგებიდან ორივე გოლი აკაკი წყაროზიამ გაქვითა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით მეკოკიშვილი, RS: „მეტოქე გუნდს ეტყობოდა, რომ მოსაგებად იყო გამოსული და ამისათვის იბრძოდა, მაგრამ ჩვენ გამოცდილების ხარჯზე ვაჯობეთ. შეტევაშიც და დაცვაშიც უფრო დალაგებულად ვთამაშობდით. გვინდა მომდევნო შეხვედრებიც ასეთი შედეგით დავასრულოთ, რადგან ჩემპიონობაზე ვფიქრობთ“.

დღის განმავლობაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში B, C და D ჯგუფის მატჩები გაიმართება.



  © SBM, 2016-2024