ილიაუნი 2-მა პლეი ოფის საგზური გაინაღდა!

ყველა სიახლე
22 მაისი 2021

ილიაუნი 2-მა პლეი ოფის საგზური გაინაღდა!

ფუტსალის ლიგა 2-ის XII ტურის დასკვნით შეხვედრაში არმია ილიაუნი 2-ს დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი „სტუდენტების“ სასარგებლოდ 5-4 დასრულდა და ილიაუნიმ პლეიოფის საგზური პირველმა გაინაღდა.

პირველი ტაიმი „ძალოვნების“ უპირატესობით წარიმართა. მეთვრამეტე წუთისთვის არმია მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლით ამარცხებდა. ტაიმის დასრულებამდე გურამ ნადარეიშვილმა დუბლი გაიფორმა და ორი ბურთი გაქვითა. მეორე ტაიმში სხვაობა მინიმუმამდე ნიკოლოზ ბოლქვაძემ შეამცირა, თამაშის დასრულებამდე კი საბა მაჩიტიძემ ჯერ წონასწორობა აღადგინა და ოცდამეცხრამეტე წუთზე კი გამარჯვების გოლიც გაიტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

საბა მაჩიტიძე, ილიაუნი 2: „ემოციურად ძალიან დადებითი თამაში იყო, ბოლომდე დავიხარჯეთ. არმიასთან ერთად სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიციებზე ვართ და ამ მოგებით ოთხეულში ადგილი გავინაღდეთ, რაც ძალიან გვახარებს. შემდეგ თამაშებში ვეცდებით, რომ რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დავასრულოთ. ჩვენთვის რთულად დაიწყო დღევანდელი მატჩი. მალევე გავუშვით სამი გოლი. შეხევდრაში გარდამტეხი მომენტი იყო, როცა ორი ბურთის გაქვითვა შევძელით, ამან ფსიქოლოგიურად ძალიან დადებითად იმოქმედა. მწვრთნელმაც შესაბამისი დავალებები მოგვცა შესვენებაზე, რაც გავითვალისწინეთ და ამის შედეგად ვიმარჯვეთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის XIII ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 29 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024