ტიტულისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო!
ყველა სიახლე26 მარტს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრებს უმასპინძლა. საპლეიოფო დაპირისპირებები სუპერლიგის გუნდებმა გამართეს. მოლოდინისამებრ შეხვედრები უაღრესად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.
თავდაპირველად, ერთმანეთს სუპერლიგა B-ს საუკეთესო რვა გუნდი დაუპირისპირდა. რეგულარული სეზონის გამარჯვებული Funday Entertainment-ის გუნდი სკ თელავს ეთამაშა და არც თუ იოლად, 3:1 დაამარცხა და პლეიოფში დაწინაურდა.
გამორჩეულად დაძაბული და დრამატული გამოდგა საქართველოს უნივერსიტეტისა და სკ ჯვაროსნები 2-ს შეხვედრა, რომლის ძირითადი დროც ფრედ 3:3 დასრულდა და გამარჯვებულის ბედი 7 მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა - საფეხბურთო ლატარეაში „სტუდენტებს“ გაუმართლათ - 4:3.
საპლეიოფო მარათონი წარმატებით დაიწყო ვივუსის საფეხბურთო გუნდმა, რომელმაც პრინციპულ და ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს, ევროკრედიტს, მიუხედავად არაერთი საპირისპირო მცდელობისა, ორი უპასუხო გოლი გაუტანა - 2:0.
მორიგი დაძაბული საფეხბურთო დაპირისპირება შედგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ზესტაფონის „ფეროს“ შორის. ისევე როგორც წრიულ ეტაპზე, ზესტაფონში გამართული შეხვედრა, აღნიშნული პირველი 1/4 ფინალური დუელიც საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა, რომელშიც მინიმალური სხვაობით გამარჯვება „სტუდენტებს“ ხვდათ წილად - 4:3. აღსანიშნავია, რომ იმერლებმა მატჩის განმავლობაში ორი 7 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეს.
26.03.2017.სუპერლიგა B. 1/4 ფინალი (1)
Funday Ent. - სკ თელავი 3:1
FC UG - სკ ჯვაროსნები 2 3:3 პენ. 4:3
სკ ევროკრედიტი - FC Vivus.ge 0:2
კსუ/CIU - სკ ფერო (ზესტ) 4:3
ბომბარდირები: გიორგი ლეჟავა (ფერო) – 13, ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) – 11, ნოდარ ჯიბლაძე (UG) – 10, გიგი მამალაძე (Vivus.ge), ლუკა თავზარაშვილი (Funday) – 9
კიდევ უფრო უხვგოლიანი გამოდგა 1/4 ფინალური დაპირისპირებები სუპერლიგა A-ში. რეგულარული სეზონის ტრიუმფატორმა, სკ პსპ-მ მოლოდინისამბერ იოლად დაამარცხა „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა“ – 5:0.
მფკ ნატახტარმა, სკ ჯვაროსნებს აჯობა დაძაბულ ბრძოლაში 6:3 და საპლეიოფო რბოლაში უპირატესობა მოიპოვა.
ასეთივე ანგარიშით, ლიდერების გარეშე მოთამაშე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდმა, ტელეკომპანია იმედის გუნდს მოუგო პირველი 1/4 ფინალური დუელი - 6:3.
რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდების დაპირისპირებას, ამ წყვილში ტექნიკური მოგებებით 1/2 ფინალის საგზურს ეს უკანაკსნელი მოიპოვებს.
26.03.2017.სუპერლიგა A. 1/4 ფინალი (1)
FC PSP – GM ჭიათურა 5:0
მფკ ნატახტარი - სკ ჯვაროსნები 6:3
სფფ - ტვ იმედი 6:3
სდსს - CFCP 0:3
ბომბარდირები: კახა კალაძე (სფფ), კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) – 13, ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ) – 10, ალექსანდრე იაშვილი (სფფ) - 9
მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელების ვინაობა ორი მოგების შედეგად უნდა გაირკვეს. განმეორებით შეხვედრებს გუნდები 28 მაისს გამართავენ.
კვირასვე ვერცხლის ლიგის XII ტურის სამი შეხვედრა გაიმართა და სამივე მოულოდნელი შედეგით დასრულდა. პლეი-ოფში მოსახვედრად მებრძოლმა აჭარა ჯგუფმა გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი ავერსი დაამარცხა 5:2, მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა და პირველი მარცხი იწვნია საქართველოს ბანკის გუნდმა, რომელმაც შემოსავლების სამსახურის გუნდთან დათმო 0:2. ფაქტიურად უშანსოდ წააგო კიდევ ერთმა ლიდერმა, ბაქსვუდმა, რომელსაც ევროპაბეთმა 5:1 სძლია.
26.03.2017. ვერცხლის ლიგა. XII ტური
აჭარა ჯგუფი - ავერსი 5:2
საქართველოს ბანკი - RS 0:2
ბაქსვუდი - ევროპაბეთი 1:5
ვერცხლის ლიგის საუკეთესო რვა გუნდი და შესაბამისად 1/4 წყვილები, 9 აპრილს გასამართი წრიული ეტაპის დასკვნითი ტურის შემდეგ გაირკვევა.
ბომბარდირები: გიორგი ახლანძე (ბაქსვუდი), ზურაბ ჯინჭარაძე (ავერსი) – 19, ნიკა გვაზავა (ავერსი) – 18, გიორგი ლუკავა (ევროპაბეთი) - 16
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“
მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge