EU-მ საპლეიოფო შანსები დრამატულ ბრძოლაში შეინარჩუნა!

ყველა სიახლე
19 მაისი 2021

EU-მ საპლეიოფო შანსები დრამატულ ბრძოლაში შეინარჩუნა!

ფუტსალის ლიგა 2-ის X ტურის გადადებულ შეხვედრაში ერთმანეთს არმია და ევროპის უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე თამაშში EU-მ გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე გაიტანა, მეტოქე 5-4 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

„ძალოვნებმა“ შეხვედრაში ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს და ოცდამეთორმეტე წუთზე წინ გავიდნენ. მალევე ბაკურ ნანეიშვილმა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, მაგრამ „სტუდენტების“ რიგებიდან გიორგი ალავიძემ თამაშის ბოლო ერთწუთიან ინტერვალში სამი ბურთი გაიტანა, საერთო ჯამში პოკერი გაიფორმა და გუნდს სამი ქულა მოუპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩიშ შემდგომ კომენტარს:

აველო კიკვაძე, EU: „დაძაბული თამაში გამოვიდა. სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა. ვემზადებოდით მაქსიმალურად. ვფიქრობ, შეხვედრაში გარდამტეხი მომენტი იყო არმიას კარში გატანილი მესამე გოლი. ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარა და იღბალიც ჩვენსკენ გადმოვიდა. თანაბარი თამაში გამოვიდა, ხან ჩვენ გვქონდა უპირატესობა, ხან მათ. საბოლოოდ მაინც მოვახერხეთ უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვება“.

ფუტსალის ლიგა 2-ის XII ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 22 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024