მეიჯერელისა და ბეთლაივის დაპირისპირება ფრედ დასრულდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე ევროპაბეთისა და კროკობეთის დაპირისპირებით დასრულდა. "ბუკმეიკერთა დერბიში" კროკომ კარი მშრალად შეინახა და კომფორტული უპირატესობით 6-0 იმარჯვა.
სხვა შეხვედრაში მეიჯერელმა და ბეთლაივმა დაძაბულ მატჩში ქულები გაიყვეს. დაპირისპირება ფრედ 2-2 დასრულდა. ნიკოლოზ ცხომელიძემ პირველ ტაიმში დუბლი გაიფორმა და „ბუკმეიკერები“ დააწინაურა. ტაიმის მიწურულს ალექსანდრე ქაჯაიამ ერთი ბურთის გაქვითვა მოასწრო, ოცდამეათე წუთზე კი წონასწორობა აღადგინა და მეიჯერელს ქულა შეუნარჩუნა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ნიკოლოზ ცხომელიძე, ბეთლაივი: „თავიდან შედარებით კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა. ორივე გუნდმა ბევრი ვიბრძოლეთ. მეტი შანსი გვქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც თანაბარი თამაში იყო.“
ალექსანდრე ქაჯაია, მეიჯერელი: „ვიცოდით, რომ მეტოქის დამარცხება არ იქნებოდა ადვილი და დაძაბული ბრძოლა გველოდა. შედეგზეც აისახა ეს ყველაფერი. შეხვედრა ფრედ დასრულდა, რაც, ვფიქრობ, სამართლიანი ანგარიშია, რადგან თამაშის მიმდინარეობას ასახავს.“
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 23 მაისს გაიმართება.