დიპლომატ ჯორჯიას დამაჯერებელი გამარჯვება!

ყველა სიახლე
16 მაისი 2021

დიპლომატ ჯორჯიას დამაჯერებელი გამარჯვება!

B ჯგუფის V ტურის შეხვედრაში დიპლომატ ჯორჯია NS Studio-ს დაუპირისპირდა და კომფორტული უპირატესობით 5-1 იმარჯვა.

მატჩის მესამე წუთზე NS Studio გიორგი თორთლაძემ შვიდმეტრიანი საჯარიმო დარტყმიდან დააწინაურა. დიპლომატმა წინასწორობა მალევე აღადგინა და ტაიმის დასრულებამდე წინ გავიდა, მეორე ნახევარში კი სხვაობა სოლიდურად გაზარდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი ბურთი ჯაბა ხანიაშვილის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ჯაბა ხანიაშვილი, დიპლომატ ჯორჯია: „ახალი მწვრთნელი გვყავს და ვცდილობთ, თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. დღეს მოცემული დავალებები მაქსიმალურად ზუსტად შევასრულეთ. ეს სიახლე გუნდს შემართებაზეც დაეტყო. კარგი მეტოქე გვყავდა და ვფიქრობ, ინდივიდუალურობის ხარჯზე ვაჯობეთ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გუნდური თვალსაზრისით გასაუმჯობესებელი.“

სათამაშო დღე ევროპაბეთისა და კროკობეთის შეხვედრით დასრულდება. მანამდე კი, მეიჯერელი ბეთლაივს ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024