ლიბერთი ბანკის წაუგებელი სერია გრძელდება!

ყველა სიახლე
16 მაისი 2021

ლიბერთი ბანკის წაუგებელი სერია გრძელდება!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები D ჯგუფით გაგრძელდა. IV ტურის მატჩში ლიბერთი ბანკი ბაქსვუდს დაუპირისპირდა, 6-4 იმარჯვა და ასპარეზობას კვლავ მარცხის გარეშე აგრძელებს.

პირველი ნახევარი ფრედ 1-1 დასრულდა. „ბანკირები“ თამაშის განახლებიდან მალევე წინ გავიდნენ და უპირატესობა აღარ დაუთმიათ. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ირაკლი კარელიძემ გაიფორმა. სამი ბურთი დავით ლომაიამ გაქვითა, ლაშა ოსიძემ ბოლო წუთზე სხვაობა ორამდე შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში ბაქსვუდმა ქულის მოპოვება ვერ შეძლო.

B ჯგუფის V ტურის შეხვედრაში შემოსავლების სამსახურმა NGT-ის დამაჯერებლი ანგარიშით 8-1 სძლია. RS-მა ხუთბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და თამაშის განახლებიდან სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი ბურთი გია ნინოშვილის ანგარიშზეა, დუბლი გაიფორმა როსტომ მიქაუტაძემ. პრესტიჟის გოლის გატანა ოცდამეთვრამეტე წუთზე მამუკა კოტიშაძემ შეძლო.

დღის დარჩენილ შეხვედრებში დიპლომატ ჯორჯია NS Studio-ს ეთამაშება, მეიჯერელი ბეთლაივს დაუპირისპირდება, ევროპაბეთი კი კროკობეთს გაეჯიბრება. 



  © SBM, 2016-2024