A ჯგუფში აჭარაბეთმა და ენერგო-პრომ იოლად მოიგეს!

ყველა სიახლე
16 მაისი 2021

A ჯგუფში აჭარაბეთმა და ენერგო-პრომ იოლად მოიგეს!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობს.

სათამაშო დღე A ჯგუფით დაიწყო. ენერგო-პრომ IV ტურის მატჩში ინსტას დიდი უპირატესობით 11-0 მოუგო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ოთხი გოლი ილია თოლორდავას ანგარიშზეა. ჰეთრიკი გაიფორმა ლუკა გოგუაძემ, აქტივში ორი ბურთი ირაკლი დვალმაც მიითვალა.

ტურის სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს ბანკი და აჭარაბეთი დაუპირისპირდნენ. „ბუკმეიკერებმა“ კარი მშრალად შეინახეს და მეტოქეს 4-0 სძლიეს. პირველ ტაიმში აჭარაბეთი ავტო გოლით დაწინაურდა, რასაც მალევე დავით გვაჯაიასა და  ირაკლი ჯოგლიძის გოლები მოჰყვა. ლაშა ჩაჩიბაიამ ოცდამეჩვიდმეტე წუთზე უპირატესობა ოთხამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

A ჯგუფის მეოთხე ტურის დასკვნით მატჩში ევროპაბეთი კროკობეთს დაუპირისპირდება. დღესვე გაიმართება B და D ჯგუფის მორიგი ტურის შეხვედრებიც.



  © SBM, 2016-2024