"ძალოვნებმა" თსუ-სთან სამი ქულა მოიპოვეს!

ყველა სიახლე
15 მაისი 2021

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის XI ტურის დასკვნით მატჩში არმია თსუ 2-ს დაუპირისპირდა და 5-1 იმარჯვა.

პირველი ტაიმი რომან კუხიანიძის გოლით „სტუდენტების“ მინიმალური უპირატესობით წარიმართა. თამაშის განახლებიდან სამ წუთში „ძალოვნებმა“ წონასწორობა აღადგინეს და მალევე კომფორტული უპირატესობაც მოიპოვეს. არმიას რიგებიდან ორი ბურთი დავით კოხრეიძის ანგარიშზეა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით კოხრეიძე, არმია: „თსუ-სთან პირველი თამაშისგან განსხვავებით, ბევრად მობილიზებულები ვიყავით. კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვართ. დღეს ცოტა გაგვიმართლა კიდეც და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. შეხვედრაში ალბათ გადამწყვეტი მომენტი იყო, როცა ფიზიკურად დავჩაგრეთ მეტოქე და ჯერ ანგარიში გავუთანბრეთ, შემდეგ მალევე ორი გოლი გავიტანეთ. შეტევები ორმხრივი იყო, ვფიქრობ, მეორე ტაიმში უფრო ძლიერები ვიყავით.“

ფუტსალის ლიგა 2-ის XII ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 22 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024