ბათუმის აკადემიამ მართვესთან იმარჯვა!

ყველა სიახლე
15 მაისი 2021

ბათუმის აკადემიამ მართვესთან იმარჯვა!

ბათუმის სახელმწიფო საზღავო აკადემიის გუნდი XI ტურში ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდა და კომფორტული უპირატესობით 4-1 იმარჯვა.

„მეზღვაურებმა“ პირველი ტაიმი ნუკრი გოგუაძის გოლით მოიგეს. თამაშის განახლებიდან სამ წუთში ნიკა მოისწრაფიშვილმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. თითო ბურთია ხვიჩა თურმანიძისა და გიორგი აბუსელიძის ანგარიშზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ზაურ კეკელიძე, ბსსა: „ჩემპიონატი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს. ჯერ კიდევ უცნობია ვინ მოიპოვებს საბოლოოდ პლეი ოფის საგზურს. ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა და ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, ასეც იქნება. მნიშვნელოვანი თამაში იყო ორივე გუნდისთვის და ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ. მართვე გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ფიზიკურობის ხარჯზე ვაჯობეთ. მართალია, ჩვენც გვაკლდა მოთამაშეები, მაგრამ მეტნი ვიყავით და შეცვლების ხარჯზე დასვენებას ვახერხებდით.“

ფუტსალის ლიგა 2-ის XI ტურის დასკვნით შეხვედრაში თსუ 2 არმიას ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024