გორი პლეი ოფისთვის ბრძოლაში დაბრუნდა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის XI ტურის შეხვედრები გორისა და ევროპის უნივერსიტეტის დაპირისპირებით გაგრძელდა. გორმა კარის მშრალად შანახვა შეძლო და მეტოქე კომფორტული უპირატესობით 4-0 დაამარცხა.
შეხვერის პირველი და ბოლო გოლის ავტორი დავით ადუაშვილი გახდა. გუნდს გამარჯვებაში ასევე დუბლით ნიკოლოზ სულთანიშვილი დაეხმარა. მეორე ტაიმის დიდი ნაწილი ევროპის უნივერსიტეტმა უპირატესობით შეტევაში გაატარა, მაგრამ მეტოქეს პრესტიჟის გოლიც ვერ გაუტანა და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
დავით ადუაშვილი, გორი: „ჩვენი დღევანდელი მეტოქე, ფაქტობრივად, ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია. პირველი წრის შეხვედრაში მათთან დავმარცხდით. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო პლეიოფისთვის და მაქსიმალურად მოვინდომეთ. ჩვენ შედარებით ცუდი პირობები გვაქვს სავარჯიშოდ, გვიჭირს სივრცეების გამოყენება და ტემპის აყოლა, ამიტომ დღევანდელი შედეგი მთლიანად ჩვენს განწყობაზე იყო დამოკიდებული. უნდა აღვნიშნო, რომ ცოტა გაგვიმართლა კიდეც, რადგან ძალიან ბევრჯერ დაარტყეს კარში და ვერ გაგვიტანეს.“
XI ტურის მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთს ქუთაისის მართვე და ბათუმის აკადემია დაუპირისპირდებიან.