შემოსავლების სამსახურმა ავერსი დაამარცხა!

ყველა სიახლე
09 მაისი 2021

შემოსავლების სამსახურმა ავერსი დაამარცხა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღე B და C ჯგუფის შეხვედრებით გაგრძელდა. ავერსმა შემოსავლების სამსახურს ერთი საპასუხო გოლიც ვერ გაუტანა და IV ტურში პირველი მარცხი იწვნია. გია ნინოშვილმა RS მერვე წუთზე დააწინაურა. სოსო ლორთქიფანიძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოოდ „ფარმაცევტები“ 3-0 დამარცხდნენ.

სხვა შეხვედრაში ნიკორამ მიქსორთან კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს 6-0 სძლია. ნიკორა პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდა და მეორე ნახევარში უპირატესობა სოლიდურად გაზარდა. გუნდს გამარჯვებაში ორ-ორი გოლით ნიკა ჯოლოხავა და ცოტნე ასაბაშვილი დაეხმარნენ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ნიკოლოზ დაჩანიძე, RS: „რთულ თამაშს ველოდებოდით. ვფიქრობ, ანგარიში ნაწილობრივ არ ასახვს მატჩის მიმდინარეობას. დაძაბულობა იყო და ავერსს მომენტებიც ჰქონდა. ახალი მწვრთნელი გვყავს. პირველი გამარჯვება მინდა მივულოცო მას და ჩვენს გუნდსაც. დაკისრებული მოვალეობები შევასრულეთ, რამაც გამოიწვია ის, რომ კარი მშრალად შევინახეთ და სამი ქულაც ავიღეთ. შეტევაში უკეთ გამოვიყურებოდით და მომენტების რეალიზება შევძელით.“

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში B,C და D ჯგუფის შეხვედრები დღის განმავლობაში გაგრძელდება.



  © SBM, 2016-2024