NS Studio-მ პირველი ქულები NGT-სთან მოიპოვა!

ყველა სიახლე
09 მაისი 2021

NS Studio-მ პირველი ქულები NGT-სთან მოიპოვა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის მორიგი ტურის შეხვერები მიმდინარეობს. B ჯგუფის IV ტურის მატჩში NS Studio NGT-ის დაუპირისპირდა, 2-0 იმარჯვა და პირველი ქულები მოიპოვა.

დებიუტანტების შეხვედრაში ანგარიში მეოთხე წუთზე გიორგი თორთლაძემ გახსნა, მეორე ტაიმში დუბლიც გაიფორმა და გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა.

სათამაშო დღე D ჯგუფით დაიწყო. სასტარტო მატჩში ერთმანეთს ტატიშვილი და მეიჯერელი დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში მეიჯერელმა წონასწორობა სამჯერ აღადგინა, მაგრამ „მედიკოსები“ თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე კვლავ დაწინაურდნენ და საბოლოო ანგარიში 4-3 დაფიქსირდა. შეხვედრაში სამი გატანილი გოლით ავთანდილ ბუიღლიშვილი გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ბექა ბატიაშვილი, ტატიშვილი: „დაძაბული შეხვედრა იყო. თამაში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. სამჯერ გაგვითანაბრეს ანგარიში, მაგრამ ბოლოს მაინც შევძელით გამარჯვება. ვერ ვიტყოდი, რომ მეტოქეს რამეში ვაჯობეთ, შეიძლება ითქვას, ცოტა გაგვიმართლა კიდეც.“

დღის განმავლობაში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, B, C და D ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება.



  © SBM, 2016-2024