გორმა მართვესთან დიდი ანგარიშით იმარჯვა!

ყველა სიახლე
08 მაისი 2021

გორმა მართვესთან დიდი ანგარიშით იმარჯვა!

ფუტსალის ლიგა 2-ის X ტურის შეხვედრაში გორი ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდა და ექვსბურთიანი უპირატესობით 11-5 იმარჯვა.

გორელები სწრაფი გოლებით პირველივე წუთებზე დაწინაურდნენ. მართვე მეორე ტაიმის დასაწყისისთვის მეტოქეს ორი ბურთით ჩამორჩებოდა, თუმცა სხვაობის შემცირება ვერ შეძლო და საბოლოოდ დიდი ანგარიშით დამარცხდა. გამრჯვებული გუნდის რიგებიდან ოთხი გოლი დავით ადუაშვილის ანგარიშზეა, დუბლი გაიფორმეს ილია ლუკაშვილმა, დავით ტლაშაძემ და გიორგი ანიაშვილმა. გუნდს სამი ქულის მოპოვებაში ერთი ბურთით ბექა მამაგულაშვილიც დაეხმარა. 

ამ მოგებით გორმა სატურნირო ცხრილში „ქუთათურებს“ სამი ქულით გადაასწრო და პლეიოფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

ფუტსალის ლიგა 2-ის XI ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 15 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024