საპლეიოფო მარათონს სუპერლიგის გუნდები იწყებენ!

ყველა სიახლე
24 მარტი 2017

საპლეიოფო მარათონს სუპერლიგის გუნდები იწყებენ!

26 მარტს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის, პლეი-ოფის პირველი შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის XII ტურის მატჩებით აიღებს სტარტს. წრიული ეტაპის, ბოლოს წინა ტურში აჭარა ჯგუფი ავერსს დაუპირისპირდება, საქართველოს ბანკი შემოსავლების სამსახურთან ითამაშებს, ხოლო ტურს ბაქსვუდისა და ევროპაბეთის დაპრისპირება დაასრულებს.

26.03.2017. ვერცხლის ლიგა.  XII ტური

11:00  აჭარა ჯგუფი - ავერსი

12:00 საქართველოს ბანკი - RS

20:00 ბაქსვუდი - ევროპაბეთი

 

სეზონის საპლეიოფო მარათონს სუპერლიგა B-ს პირველი ¼ ფინალური დაპირისპირებები გახსნის. 13:00 სთ-ზე რეგულარული სეზონის გამარჯვებული, Funday Entertainment-ი სკ თელავს დაუპირისპირდება, საქართველოს უნივერსიტეტის მეტოქე სკ ჯვაროსნების მეორე გუნდი იქნება. საინტერესო დუელია მოსალოდნელი ევროკედიტისა და ვივუსის გუნდებს შორის, ხოლო 1/2 ფინალის კიდევ ერთი საგზურისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ზესტაფონის „ფერო“ იბრძოლებენ.

26.03.2017.სუპერლიგა B. 1/4 ფინალი (1)

13:00 Funday Ent. - სკ თელავი  

15:00 FC UG - სკ ჯვაროსნები 2

16:00 სკ ევროკრედიტი  - FC Vivus.ge 

19:00 კსუ/CIU - სკ ფერო (ზესტ)

 

სუპერლიგა A-ს 1/4 ფინალურ ბლოკს 14:00 სთ-ზე, წრიული ეტაპის გამარჯვებული სკ პსპ-ს და „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის“ დაპირისპირება გახსნის. ტრადიციულად დაძაბული და საინტერესო დაპირისიპირებებია მოსალოდნელი, მფკ ნატახტარსა და სკ ჯვაროსნების 1/4 ფინალში. გათამაშების კიდევ ერთი ფავორიტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ტელეკომპანია იმედის გუნდს დაუპირისპირდება. რაც შეეხება კიდევ ერთ 1/4 ფინალურ წყვილს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსხურისა და იუსტიციის სამინისტროს დანაშულის პრევენციის ცენტრის გუნდებს, ტექნიკური მოგებებით, მომდევნო ეტაპის საგზურს ეს უკანასკნელი მიიღებს.

26.03.2017.სუპერლიგა A. 1/4 ფინალი (1)

14:00 FC PSP – GM ჭიათურა

17:00 მფკ ნატახტარი - სკ ჯვაროსნები

18:00 სფფ - ტვ იმედი

  --      სდსს - CFCP

 

მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელების ვინაობა ორი მოგების შედეგად უნდა გაირკვეს.

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024