უხვგოლიანი მატჩების სერია B ჯგუფში!

ყველა სიახლე
25 აპრილი 2021

უხვგოლიანი მატჩების სერია B ჯგუფში!

B ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრები უხვგოლიანი გამოდგა.

ავერსმა NS Studio-ს დამაჯერებელი ანგარიშით 10-0 მოუგო. „ფარმაცევტები“ პირველ ტაიმში ოთხი ბურთით დაწინაურდნენ. NS Studio-ს მეორე ნახევარში პრესტიჟის გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ შვიდმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. გუნდს გამარჯვებაში ორ-ორი გოლით პაატა ლეჟავა და ვლადიმერ თაბუკაშვილი დაეხმარნენ.

ჯგუფის სხვა შეხვედრაში დიპლომატ ჯორჯიამ NGT-სთან კარი მშრალად შეინახა და იმავე ანგარიშით 10-0 იმარჯვა. დიპლომატმა ხუთბურთიანი უპირატესობა მატჩის პირველ ტაიმში მოიპოვა და თამაშის დასრულებამდე სხვაობა გააორმაგა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკი გაიფორმა ჯაბა ხანიაშვილმა, აქტივში დუბლი კი სანდრო ხუციშვილმა მიითვალა. თითო ბურთია თორნიკე მახარაშვილის, ზურაბ გოგიჩაიშვილის, ირაკლი გოგინაშვილისა და მერაბ ჟღენტის ანგარიშზე.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე A ჯგუფის შეხვედრებით დასრულდება. მესამე ტურში კროკობეთი ენერგო-პროს დაუპირისპირდება, აჭარაბეთი კი ევროპაბეთს ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024