საქართველოს ბანკმა ინსტასთან იმარჯვა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის მორიგი ტურის შეხვედრები A ჯგუფით გაგრძელდა. საქართველოს ბანკი ინსტას დაუპირისპირდა და სამბურთიანი სხვაობით 5-2 იმარჯვა. გუნდებმა თითო გოლი თამაშის დაწყებიდან ოთხ წუთში გაცვალეს. „ბანკირები“ ტაიმის დასრულებამდე წინ გავიდნენ და უპირატესობა აღარ დაუთმიათ. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან გიორგი ღონღაძემ დუბლი გაიფორმა. ილია ქემაშვილის, გიორგი წივილაშვილისა და დავით ცხონდიას ანგარიშზე თითო ბურთია. ინსტას მხრიდან ბურთები მინდია ჯალიაშვილმა და თენგო შამუგიამ გაქვითეს.
დღის სხვა შეხვედრაში ფარვანამ ნიკორასთან დაძაბული მატჩი 3-1-დან მოატრიალა და მეტოქეს ბოლო წუთზე გატანილი გოლით 4-3 მოუგო. ნიკორა სწრაფი გოლით მეორე წუთზე დაწინაურდა. ფარვანამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე მეტოქეს ორბურთიანი გაქცევა ჰქონდა. რაფიკ მარკარიანმა დარჩენილ დროში ჰეთრიკი გაიფორმა. გამარჯვების გოლი ზოგრაბ დარბინიანის სახელზეა.
დღის დარჩენილ შეხვედრებში ერთმანეთს A და B ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდებიან.