C ჯგუფში ავტო იმპორტი გალიდერდა!

ყველა სიახლე
25 აპრილი 2021

C ჯგუფში ავტო იმპორტი გალიდერდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის  მე-13 სეზონის მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სათამაშო დღე C ჯგუფით დაიწყო. კავკაკიის ავტო იმპორტმა მიქსორთან დამაჯერებელი ანგარიშით 7-2 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში პირველობა მოიპოვა. CAI-ს რიგებიდან ლაშა ჯოხაძემ და გიორგი მაჩხანელმა დუბლი გაიფორმეს. 

სასტარტო მატჩში ერთმანეთს პატრული და ბანკი ქართუ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. გიორგი ჭანტურიამ „ძალოვნები“ თამაშის დაწყებიდან მეექვსე წუთზე დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე ნიკოლოზ თოდუამ მიღებული გოლი გაქვითა და მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ჭანტურია, პატრული: „დაძაბული თამაში იყო. მოწინააღმდეგე ზონაში იდგა და თავისი შანსი გამოიყენა. ბევრი შეცდომა დავუშვით, ხარვეზები გამოიკვეთა, რომელთა გამოსწორებაზეც უნდა ვიმუშაოთ. ბევრი შანსი გვქონდა და მომენტების რეალიზება ვერ შევძელით“.

ნიკოლოზ თოდუა, ქართუ: „მეტოქიდან და თამაშიდან გამომდინარე, ფრე ჩვენთვის ოპტიმალური შედეგი იყო. ძლიერი გუნდია პატრული, მაგრამ ბრძოლისა და თავდადების წყალობით, ქულა ავიღეთ. შეუთამაშებლები ვართ ჯერ, ტრავმიანობის გამო ძირითადის რამდენიმე მოთამაშე გვაკლია და გვიჭირს ახალ ტაქტიკებზე გადაწყობა. დღევანდელი თამაშით კმაყოფილები ვართ“.

დღის განმავლობაში A, B და C ჯგუფში III ტურის სხვა შეხვედრები გაიმართება.



  © SBM, 2016-2024