არმიამ სატურნირო ცხრილში პირველობა შეინარჩუნა!

ყველა სიახლე
24 აპრილი 2021

არმიამ სატურნირო ცხრილში პირველობა შეინარჩუნა!

ფუტსალის ლიგა 2-ის IX ტურის შეხვედრები არმიასა და გორის დაპირისპირებით გაგრძელდა. სატურნირო ცხრილის ლიდერმა გორს 5-3 მოუგო და პირველობა შეინარჩუნა.

„ძალოვნებმა“ ორბურთიანი უპირატესობა მატჩის პირველ ნახევარში მოიპოვეს. ოცდამეხუთე წუთამდე კი ანგარიში ხუთამდე გაზარდეს. ილია ლუკაშვილის დუბლითა და დავით ადუაშვილის ერთი გოლით გორმა სამი ბურთი გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში წონაწორობის აღდგენა ვერ მოახერხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ირაკლი ლატარიასა და ბაკურ ნანეიშვილის სახელზე ორ-ორი გოლია.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ირაკლი ლატარია, არმია: „იქიდან გამომდინარე, რომ გორს ოთხეულში შესვლა უნდა, ველოდით დაძაბულ შეხვედრას. ჩვენი მიზანი სატურნირო ცხრილში პირველობის შენარჩუნება იყო და ბოლომდე ვიბრძოლეთ ამისთვის. ბევრი შეცდომა გვქონდა, მომენტები ვერ გამოვიყენეთ, აქედან გამომდინარე, მეორე ტაიმში თამაში უფრო დაიძაბა. გარკვეული ჩავარდნა გვქონდა, დაღლილობამ იჩინა თავი და მეტოქემ სხვაობის შემცირება შეძლო“.

დღის დასკვნით მატჩში ილიაუნი 2 ქუთაისის მართვეს უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2024