აჭარაბეთმა დაძაბულ ბრძოლაში ენერგო-პრო დაამარცხა!

ყველა სიახლე
18 აპრილი 2021

აჭარაბეთმა დაძაბულ ბრძოლაში ენერგო-პრო დაამარცხა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის მეორე ტურის შეხვედრები A ჯგუფის დაპირისპირებებით დასრულდა. დასკვნით მატჩში საქართველოს ბანკმა ევრობათს 2-1 სძლია. გუნდების მცდელობის მიუხედავად, პირველი ტაიმი გოლის გარეშე მიილია. თამაშის მიწურულს ორწუთიან ინტერვალში "ბანკირები" ნიკოლოზ ფირცხალავას დუბლით წინ გავიდნენ. ბექა კავთელაძემ დარჩენილ დროში ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, მაგრამ ევროპაბეთმა წონასწორობის აღდგენა ვერ მოასწრო და საქართველოს ბანკთან დამარცხდა. 

ჯგუფის სხვა შეხვედრაში აჭარაბეთმა ენერგო-პროსთან ორბურთიანი ჩამოჩენა ორჯერ აღმოფხვრა, მატჩის ბოლო წუთებზე წინ გასვლაც შეძლო და 5-4 იმარჯვა. ენერგო-პროს რიგებიდან დუბლი ლაშა ნინიკაშვილმა გაიფორმა. „ბუკმეიკერებს“ გამარჯვებაში ორი გოლით თორნიკე კვიტატიანი დაეხმარა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენატრს:

თორნიკე კვიტატიანი, აჭარაბეთი: „საბოლოო ჯამში, კარგი შეხვედრა გამოვიდა. უნდა აღვნიშნო, რომ მეტოქე სათანადოდ არ შევაფასეთ, მოტივაცია არ გვქონდა შესაბამისი და ეს პირველ ტაიმში ანგარიშსაც დაეტყო. ჩვენი მიზანი უმაღლესი ლიგის პლეიოფში თამაშია და დღეს მოგება გვჭირდებოდა. მეორე ნახევარში შევძელით თამაშის გამოსწორება. მეტოქეს გამძლეობით ვაჯობეთ. ხშირი შეცვლები გვეხმარებოდა ძალების აღდგენაში, ისინი კი ჩვენს ტემპს ვერ აყვნენ. მიუხედავად ხუთი გოლისა, შეტევაში ცოტა არეულები ვიყავით, ბევრი დაკარგვა გვქონდა, რაზეც მწვრთნელისგანაც მივიღეთ შენიშვნები და უნდა ვიმუშაოთ.“

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები 25 აპრილს გაიმართება. 



  © SBM, 2016-2024