პატრულმა სფფ-ს ოთხბურთიანი სხვაობით სძლია!

ყველა სიახლე
18 აპრილი 2021

პატრულმა სფფ-ს ოთხბურთიანი სხვაობით სძლია!

C ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში პატრული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდს დაუპირისპირდა და 5-1 იმარჯვა. „ძალოვნები“ სწრაფი გოლით მეორე წუთზე დავით დარჩიამ დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე გიორგი ჭანტურიამ აქტივში ორი გოლი მიითვალა. თითო ბურთია რევაზ ინჯგიასა და გიორგი ფურცელაძის ანგარიშზე. სფფ-ს მხრიდან პრესტიჟის გოლი ლევან ზამთარაძის სახელზეა.

A ჯგუფის მეორე ტურის სასტარტო შეხვედრაში ინსტამ კროკობეთთან საპასუხო გოლის გატანა ვერ შეძლო და მეტოქესთან დიდი ანგარიშით 9-0 დამარცხდა. „ბუკმეიკერებმა“ პირველი ტაიმი ოთხბურთიანი უპირატესობით მოიგეს, დარჩენილ დროშიც კარი მშრალად შეინახეს და ორიდან ორი მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეში არიან. კროკობეთის რიგებიდან დუბლი ლევან კოპალიანმა გაიფორმა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე A ჯგუფის შეხვედრებით დასრულდება. ენერგო-პრო აჭარაბეთს დაუპირისპირდება. მეორე ტურის დასკვნით მატჩში კი ევროპაბთი საქართველოს ბანკს გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024