ტატიშვილმა ბაქსვუდთან სამი ქულა მოიპოვა!

ყველა სიახლე
18 აპრილი 2021

ტატიშვილმა ბაქსვუდთან სამი ქულა მოიპოვა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის შეხვედრები D ჯგუფის მატჩებით გაგრძელდა. დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი ბაქსვუდს დაუპირისპირდა და მეტოქე 4-3 დაამარცხა. ტატიშვილმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო, მეორე ნახევარში კი წინ გავიდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ავთანდილ ბუიღლიშვილმა გაიფორმა.

ჯგუფის სხვა შეხვედრაში ლიბერთი ბანკმა მეიჯერელთან მინიმალური უპირატესობით 1-0 იმარჯვა. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი შეხვედრის მეთორმეტე წუთზე გიორგი ვეშაგური გახდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დიმიტრი ბაგრამოვი, ტატიშვილი: „რამდენიმე წელია მსგავს ტურნირებში ვიღებთ მონაწილეობას და აქამდე წარმატებისთვისაც მიგვიღწევია. ცოტა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მალევე დავლაგდით და პირველი ორი გოლის შემდეგ მატჩის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო. პირველი ქულები ავიღეთ დღეს და ვფიქრობ, ამ ტურნირზე კარგად ვიასპარეზებთ. ბაქსვუდს ადრეც შევხვედრივართ, გამოცდილები არიან, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო ძლიერები აღმოვჩნდით.“



  © SBM, 2016-2024