არმია სატურნირო ცხრილში გალიდერდა!

ყველა სიახლე
17 აპრილი 2021

არმია სატურნირო ცხრილში გალიდერდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის VIII ტურის დასკვნით შეხვედრაში არმია ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდა, კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს 5-0 სძლია. ამ მოგებით არმიას სატურნირო ცხრილში 15 ქულა დაუგროვდა და პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

„ძალოვნებმა“ შეხვედრაში ანგარიში მეხუთზე წუთზე გახსნეს. პირველ ტაიმში მინიმალური უპირატესობით იმარჯვეს, მეორე ნახევარში კი მოწინააღმდეგეს კიდევ ოთხი გოლი გაუტანეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკი ირაკლი ლატარიამ გაიფორმა. თითო ბურთია ლაშა ფოფხაძისა და დავით კოხრეიძის ანგარიშზე.

ფუტსალის ლიგა 2-ის IX ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 24 აპრილს გაიმართება. ილიაუნი 2 ქუთაისის მართვეს შეხვდება, თსუ 2 ბათუმის აკადემიას გაეჯიბრება, ევროპის უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, გორი კი არმიას ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024