გორმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა!

ყველა სიახლე
17 აპრილი 2021

გორმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის VIII ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. გორი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და კომფორტული ანგარიშით 6-3 იმარჯვა.

გორელების უპირატესობა მატჩის პირველივე ტაიმში ოთხბურთიანი იყო. გიორგი ანიაშვილი გუნდს გამარჯვებაში ორი ბურთით დაეხმარა. თითო ბურთია ილია ლუკაშვილის, რამაზ ბუჯიაშვილის, ბექა მამაგულაშვილისა და დავით ტლაშაძის ანგარიშზე. საქართველოს უნივერსიტეტის რიგებიდან დუბლი ბექა ქებაძემ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ანიაშვილი, გორი: „ბევრი მუშაობისა და ვარჯიშის ხარჯზე ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. პირველ ნახევარში უფრო სუსტად გამოიყურებოდა ჩვენი მეტოქე, მეორე ტაიმში შედარებით გამოასწორეს თამაში. შეტევაში უფრო ორგანიზებულები ვიყავით და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.“

VIII ტურის დასკვნით მატჩში ქუთაისის მართვე არმიას ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024