ლიდერების ორთაბრძოლაში ანგარიში ბოლო წუთზე გათანაბრდა!

ყველა სიახლე
17 აპრილი 2021

ლიდერების ორთაბრძოლაში ანგარიში ბოლო წუთზე გათანაბრდა!

ფუტსალის ლიგა 2-ის VIII ტურის შეხვედრები სატურნირო ცხრილის ლიდერების, ბათუმის საზღვაო აკადემიისა და ევროპის უნივერსიტეტის, დაპირისპირებით გაგრძელდა. დრამატული მატჩი ფრედ 5-5 დასრულდა და ბურთების სხვაობის გათვალისწინებით ცხრილში ევროპის უნივერსიტეტი გალიდერდა.

„მეზღვაურები“ ოცდამეთხუთმეტე წუთისთვის ორბურთიანი ჩამორჩენით 4-2 მარცხდებოდნენ. ბსსა-მ დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ ბოლო წუთზე აველო კიკვაძემ წონასწორობა აღადგინა და EU-ს ქულა შეუნარჩუნა. ბათუმის აკადემიის რიგებიდან მალხაზ შამილაძემ ჰეთრიკი გაიფორმა, ორი გოლია გოგიტა აბულაძის სახელზე. „სტუდენტების“ მხრიდან დუბლი ბადრი კალანდაძემ შეასრულა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

აველო კიკვაძე, EU: „მნიშვნელოვანი თამაში იყო, სატურნირო ცხრილში თანაბრად ვართ და EU ჩვენი ერთ-ერთი უშუალო კონკურენტია. ველოდით, რომ დაძაბული შეხვედრა იქნებოდა. ორჯერ გავედით წინ და ორივეჯერ ჩვენი შეცდომების გამო დავკრაგეთ უპირატესობა, რამაც შეხვედრაზე გარდამტეხი გავლენა იქონია. მოხარულები ვართ, რომ ბოლო წუთზე გავათანაბრეთ ანგარიში და ერთი ქულა მაინც ავიღეთ, მაგრამ შეგვეძლო გამარჯვებაც.“

ჯონი უბილივა, ბსსა: „ნამდვილად სანახაობრივი და კარგი თამაში იყო. ხან ერთ გუნდს ჰქონდა უპირატესობა, ხან მეორეს, რამაც დაძაბულობა გამოიწვია. ვფიქრობ, მეტი შეგვეძლო. ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ჯერ ვაგებდით ორი ბურთის სხვაობით, შემდეგ ვიგებდით 5-4-ს და ბოლოს აღარ გაგვიმართლა. რამდენიმე თამაშია კაცნაკლულები ვართ ტრავმიანობის გამო, რაც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გუნდზე. ცოტანი ვართ და ვერ ვახერხებთ თამაშის განმავლობაში ხშირი შეცვლების ხარჯზე დასვნებას. ბოლო გოლიც დაღლილობის გამო გავუშვით.“

ფუტსალის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში თსუ2-ს, ევროპის უნივერსიტეტსა და ბათუმის აკადემიას კვლავ თანაბარი ქულები აქვთ.



  © SBM, 2016-2024