ილიაუნის დამაჯერებელი გამარჯვება UG-სთან!

ყველა სიახლე
14 აპრილი 2021

ილიაუნის დამაჯერებელი გამარჯვება UG-სთან!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის ერთი შეხვედრა გაიმართა. მეოთხე ტურის გადადებულ მატჩში საქართველოს უნივერსიტეტი ილიაუნი 2-ს დაუპირისპირდა. „სტუდენტური დერბი“ ილიას დამაჯერებელი გამარჯვებით 7-2 დასრულდა.

დერბიში ანგარიში ბექა ქებაძემ მეოთხე წუთზე გახსნა და UG დააწინაურა, ტაიმის დასრულებამდე კი მეორე გოლიც გაიტანა. ილიაუნიმ ერთწუთიან ინტერვალში წონასწორობა აღადგინა და წინ გასვლაც შეძლო. პირველი ნახევარი გამარჯვებული გუნდის უპირატესობით 3-2 დასრულდა. თამაშის განახლებიდან მალევე ილიამ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და საბოლოოდ კომფორტული სხვაობით იმარჯვა. გუნდს 3 ქულის მოპოვებაში საბა მაჩიტიძე და ლაშა კურტანიძე ჰეთრიკით დაეხმარნენ. ერთი ბურთია ნიკოლოზ ბოლქვაძის ანგარიშზე.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე წრე 17 აპრილს VIII ტურის შეხვედრებით დაიწყება. დღევანდელი მატჩის გამარჯვებული თსუ 2-ს დაუპირისპირდება, ბათუმის აკადემია ევროპის უნივერსიტეტს გაეჯიბრება, საქართველოს უნივერსიტეტი გორთან ითამაშებს, ქუთაისის მართვე კი არმიას შეხვდება.



  © SBM, 2016-2024