ლიბერთისა და ICR-ის დაპირისპირება ფრედ 3-3 დასრულდა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის მორიგი სათამაშო დღე D ჯგუფის შეხვედრით დასრულდა. ერთმანეთს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი და ბეთლაივი დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველ ტაიმში გუნდებმა თითო გოლის გატანა შეძლეს. ოცდამეათე წუთზე „ბეთლაივი“ დაწინაურდა და თამაშის დასრულებამდე სხვაობა სამამდე გაზარდა (4-1). გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ნიკოლოზ ცხომელიძემ გაიფორმა.
დღის სხვა შეხვედრაში ლიბერთი ბანკი ICR-ს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა. „ბანკირები“ პირვალი ტაიმის მიწურულს თორნიკე წინწკალაძემ დააწინაურა, თამაშის განახლებისთანავე კი უპირატესობა ორამდე გაიზარდა. ICR-მა მალევე შეამცირა სხვაობა და გიორგი ჩოხელმა დუბლის წყალობით გუნდი წინ გაიყვანა, მაგრამ დარჩენილ დროში გიორგი ვეშაგურმა წონასწორობის აღდგენა მოასწრო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
თორნიკე წინწკალაძე, ლიბერთი: „პანდემიის გამო მოსამზედებელი პერიოდი რთული დასაორგანიზებელი იყო. შეხვედრაში კარგად ჩანდა თამაშის წყურვილი ამხელა პაუზის შემდეგ. ორივე გუნდმა მოვინდომეთ. სანახაობრივი თამაში იყო. ბევრი მომენტიც გვქონდა. მეტი ვარჯიში გვჭირდება. ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი გავუშვით, რამაც გადაწყვიტა თამაშის ბედი.“
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე 18 აპრილს გაიმართება.