მეიჯერელმა ანაგარიში მატჩის მიწურულს გაათანაბრა!

ყველა სიახლე
11 აპრილი 2021

მეიჯერელმა ანაგარიში მატჩის მიწურულს გაათანაბრა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში B ჯგუფის შეხვედრები NS Studio-სა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაპირისპირებით გაგრძელდა. TTC-მ სამბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და მეტოქე დიდი სხვაობით 9-2 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან 5 გოლი დიმიტრი დემურაშვილის ანგარიშზეა. NS Studios მხრიდან ორივე ბურთი ამირან შარიფაშვილმა გაქვითა.

D ჯგუფში გაიმართა ერთი შეხვედრა ბაქსვუდსა და მეიჯერელს შორის. დაძაბული მატჩი ფრედ 4-4 დასრულდა. ბაქსვუდი ოცდამეთერთმეტე წუთამდე მეტოქეს სამბურთიანი უპირატესობით ამარცხებდა, მაგრამ მეიჯერელმა დარჩენილ დროში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და თამაშის დასრულებამდე ათი წამით ადრე წონასწორობაც აღადგინა. ბაქსვუდის რიგებიდან ჰეთრიკი დავით ლომაიამ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა მამნიაშვილი, მეიჯერელი: „კარგი თამაში იყო. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ამ პანდემიის პირობებში ფიზიკური დატვირთვა დაგვიბრუნდა. ბაქსვუდთან გასულ სეზონზეც გვქონდა თამაშები და მაშინაც გვიჭირდა. გადახალისებული შემადგენლობა გვყავს. ახალი მოთამაშეები დაგვემატნენ. შედეგად, უკეთესი თამაშის ხარისხი მივიღეთ და მიუხედავად ერთი ქულისა, დღევანდელი დღით კმაყოფილები ვართ“.

დავით ლომაია, ბაქსვუდი: „პირველ რიგში, გილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას. თავიდან კარგად ვთამაშობდით. სამბურთიან უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ მოვდუნდით და ბოლოს გუნდი ძალიან ჩამოიშალა. ნაადრევად დავიჯერეთ, რომ მოგებული გვქონდა შეხვედრა და ამან შედეგზე გავლენა იქონია“.



  © SBM, 2016-2024