"ძალოვნებმა" RS-თან კარი მშრალად შეინახეს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021 წლის მორიგი შეხვედრები მიმდინარეობს. მეორე სათამაშო დღე B ჯგუფით დაიწყო.
სასტარტო მატჩში არმია შემოსავლების სამსახურს დაუპირისპირდა, კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს 2-0 სძლია. მამუკა ამაშუკელმა „ძალოვნები“ მეხუთე წუთზე დააწინაურა, შმაგი ჭოხონელიძემ კი საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმში დააფიქსირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლადო ბურდული, არმია: „ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებოდით. შარშან შემოსავლების სამსახურმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. შეთამაშებულები არიან. ჩვენი გუნდი ორ ნაწილად ვართ გაყოფილი - ნაწილი ფუტსალის ლიგა 2-ში ასპარეზობს, უფრო ვეტერანები კი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგას ვთამაშობთ. ფიზიკური მომზადება გვაკლია და გაგვიჭირდა, მაგრამ გამოცდილება დაგვეხმარა. თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა, რომ მეორე ნომრად გვეთამაშა და კონტრშეტევებზე გაგვეკეთებინა აქცენტი. დისციპლინა და განსაზღვრული დავალების შესრულება დაგვეხმარა გამარჯვებაში“.
B ჯგუფში დიპლომატ ჯორჯია ავერსს ეთამაში, დღის განმავლობაში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა NS Studio-სა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის. ასევე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან C და D ჯგუფის გუნდებიც.