მართვე ქუთაისში 3 ქულით ბრუნდება!

ყველა სიახლე
03 აპრილი 2021


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის VI ტურის შეხვედრები ქუთაისის მართვესა და საქართველოს უნივერსიტეტის დაპირისპირებით დასრულდა. „ქუთათურებმა“ შემადგენლობაში დანაკლისის მიუხედავად მეტოქის დამარცხება შეძლეს და UG-სთან 6:4 იმარჯვეს.

„სტუდენტებმა“ მატჩში ანგარიში სამჯერ გაათანაბრეს, მაგრამ საბოლოოდ ქულის მოპოვებაც ვერ მოახერხეს. მართვეს რიგებიდან ირაკლი გვეტაძის ანგარიშზე 4 გოლია. დუბლი გაიფორმა კობა კუბლაშვილმა. ნიკა გაბეხაძემ ორი ბურთის გაქვითვა შეძლო.

საქართველოს უნივერსიტეტს მიმდინარე სეზონში კვლავ ერთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიციაზეა.რაც შეეხებათ „ქუთათურებს“ მათ 9 ქულა აქვთ და ოთხეულში არმიას გაუთანაბრდნენ.

VII ტურის მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 10 აპრილს გაიმართება. თსუ 2 ქუთაისის მართვეს გაეჯიბრება, ილიაუნი 2 ევროპის უნივერსიტეტს ეთამაშება, ბსსა გორს დაუპირისპირდება, საქართველოს უნივერსიტეტი კი არმიას შეხვდება.

  © SBM, 2016-2024