ევროპის უნივერსიტეტმა ცხრილში მეორე პოზიცია გაიმყარა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020/21 წ.წ. სეზონის IV ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში სატურნირო ცხრილის მეორე ადგილოსანი ევროპის უნივერსიტეტი გორს დაუპირისპირდა, 2:1 იმარჯვა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა.
პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. თამაშის განახლებიდან მალევე „სტუდენტები“ კარლო წვერავამ დააწინაურა. დავით ტლაშაძემ ოცდამერვე წუთზე წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც, გორს წინ გასვლაც შეეძლო, მაგრამ გუნდმა ექვსმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა და მატჩის დასრულებამდე საბოლოო ანგარიში ვალერ ქსოვრელიშვილმა დააფიქსირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ვალერი ქსოვრელიშვილი, EU:“რთულ თამაშს ველოდით და ასეც გამოვიდა. პირველ ტაიმში მეტოქემ აშკარად გვაჯობა. შემდეგ უკვე მოვბილიზდით. ორი გოლის გატანა შევძელით. პენალტის ეპიზოდში ოდნავ გაგვიმართლა და ბოლოს ბევრი მომენტიც ვერ გამოვიყენეთ. დღეს ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორსაც ველოდებოდით, გაგვიჭირდა. ვეცდებით მომავალში გამოვასწოროთ შეცდმები.“
დავით ტლაშაძე, გორი:“ევროპის უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ბოლო თამაშებში დაღლილობა გვეტყობა. ცოტა უიღბლობასაც დავაბრალებდი დღევანდელ შედეგს. შეტევაში ბევრ მომენტს ვაფუჭებთ, რაც ჩვენი მთავარი პრობლემაა. ვცდილობთ ნელ-ნელა იმ ფიზიკურ კონდიციამდეც მივიდეთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ოთხეულში მოსახვედრად ქულები ძალიან გვჭირდება, ამიტომ ბევრი მუშაობა მოგვიწევს.“
ტურის სხვა შეხვედრებში ერთმანეთს ქუთაისის მართვე-ბსსა და თსუ 2-არმია დაუპირისპირდებიან.