ბსსა სატურნირო ცხრილში გალიდერდა!

ყველა სიახლე
06 მარტი 2021


ფუტსალის ლიგა 2-ის III ტური ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდსა და ილიაუნი 2-ის დაპირისპირებით გაგრძელდა. სანახაობრივი შეხვედრა ბსსა-ს გამარჯვებით 4:3 დასრულდა და გუნდმა სატურნირო ცხრილის სათავეში გადაინაცვლა.

„მეზღვაურების“ ორბურთიანი უპირატესობა საბა მაჩიტიძემ დუბლის წყალობით მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „სტუდენტებმა“ ანგარიში ვერ გაათანაბრეს და მეოთხე გოლი  საკუთარ კარში მიიღეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი რეზო მალაყმაძემ გაიფორმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარეს:

რეზო მალაყმაძე, ბსსა:“მობილიზებულები ვიყავით დღევანდელი მატჩისთვის. თამაშის დაწყებამდე ვიცოდით, რომ არმიამ წააგო და ილიაუნისთან გამარჯვება გადამწყვეტი იქნებოდა სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე მოსახვედრად. ბოლომდე ვიბრძოლეთ და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. რა ჩანაფიქრიც გვქონდა, განვახორციელეთ. კარგი მეტოქე გვყავდა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს.“

დავით თაბაგარი, ილიაუნი:“გასულ კვირას ბსსა-ს თასის გათამაშებაში შევხვდით, სადაც დასანანი მარცხი ვიწვნიეთ პენალტების სერიაში და ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა. ჩვენი შეფასებით, დღეისთვის უკეთ მოვემზადეთ, მაგრამ დავუშვით რაღაც შეცდომები, რის გამოც დავისაჯეთ. წინ კიდევ ბევრი თამაშია. ჩვენი მინიმუმი ოთხეულში გასვლაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მეტოქესაც წარმატებებს ვუსურვებთ“

  © SBM, 2016-2024